საქართველო

ამირან გამყრელიძე: „არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს“ – მიუღებელია ასეთი მიდგომა“, – განაცხადა გამყრელიძემ.